ხელოვნება

ბერნჰარდის “სანახაობის მომწყობის” პრემიერა რუსთაველის თეატრში [ფოტო/ვიდეო]

13 თებერვალი, 2015 •
ბერნჰარდის “სანახაობის მომწყობის” პრემიერა რუსთაველის თეატრში [ფოტო/ვიდეო]

ავსტრიელი დრამატურგის თომას ბერნჰარდის 1984 წელს დაწერილი პიესის “სანახაობის მომწყობის” მთავარი გმირი ჰერ ბრუსკონია. იგი რეჟისორია და მიაჩნია, რომ სახლემწიფო დონის არტისტია, რომელსაც დიდ სცენაზე მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა.

ჰერ ბრუსკონი პატარა ქალაქ ფუცბახში ოჯახთან ერთად ჩავა და გადაწყვეტს, რომ მედუქნის სასტუროს ოთახში კომედია დადგას თავისი ოჯახის წევრებან ერთად. იგი იყენებს ყველას, მათ შორის ოჯახის წევრებს და მოითხოვს, რომ გამორთონ სათადარიგო შუქი სასტუმროში, რათა დადგას სპექტაკლი, რომელსაც წარმატება არ უწერია.  

რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლს რეჟისორი ქრისტიან პაპკე დგამს. მან ორი რამ შეცვალა პიესაში: სპექტაკლი მთავარი გმირი არა კაცი – ჰერ ბრუსკონი, არამედ ქალი – ფრაუ ბრუსკონია, ხოლო მთავარი გმირის მოთხოვნა არა სათადარიგო შუქის გამორთვა, არამედ მობილურების გამორთვაა.

ქრისტიან პაპკე ამბობს, რომ მისთვის ბერნჰარდის აზროვნების ფორმა არის ახლობელი და მთავარი რაც მოსწონს პიესაში, ეს არის კრიტიკულობა საკუთარი თავის მიმართ.

“ჩვენ ჩვენი თავი არ უნდა აღვიქვათ ძალიან სერიოზულად და უფრო იოლად უნდა მივუდგეთ, როცა სიკვდილი გელის ყველაფერი სასაცილოა”, – ამბობს პაპკე.

რეჟისორი ამბობს, რომ ბერნჰარდისთვის, რომელსაც სუსტი ფილტვები ჰქონდა, მთელი ცხოვრების მანძილზე სიკვდილთან ძალიან ახლოს იყო. ქრიტიანის თქმით, მან მთავარი სპექტაკლის მთავარ გმირად ქალი – ფრაუ ბრუსკონი, რომელიც ბერნჰარდის პიესაში ეპიზოდურად ჩნდება, ორი მიზეზის გამო აქცია:

“პირველი არის საქართველოს ისტორია, მეორე აწმყო. თქვენ გყავდათ ლამაზი ქალი, როგორც კაცი ისე მართავდა ქვეყანას და ერქვა მეფე – მეფე თამარი. მეორე კი – მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ქალთა სიკვდილიანობასა და ძალადობაზე. არ მიმაჩნია არასწორად, როცა ქალი დავაყენე ძირითად პოზიციაში და მისი ფიგურა მეტაფორულად უფრო გავამყარე”.

ამის გარდა, პაპკემ ბერნჰარდის პიესა უფრო მეტად “მოძრავი” გახადა.

“ბერნჰარს არ სჭირდება არანაირი სიტუაცია და მოძრაობა სცენაზე. არაფერი არ ხდება მის სცენაზე. ყველა მისი პიესა არის მონოდრამატულად აგებული, ჩემს სცენაზე კი ეშმაკი დარბის”, – ამბობს პაპკე.

პიესა გერმანული ენიდან მაია ფანჯიკიძემ საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს თარგმნა. სპექტაკლის სცენოგრაფი ხათუნა ხუნდაძე ამბობს, რომ ქრისტიან პაპკესთან თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოს კულტურის სამინისტროს აქამდეც ჰქონდა.

ქრისტიან პაპკესთან ერთად მოაწყვეს ახალგაზრდა დრამატურგების კონკურსი, ხოლო “სანახაობის მომწყობი” საქართველოს კულტურის სამინისტროს, რუსთაველის თეატრისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოპროდუქციაა.

“არავის ისე ავსტრია არ უყვარდა და ეზიზღებოდა, როგორც ბერნჰარდს. პირდაპირ სახეში ახლიდა მანკიერებას. უყვარდა ავსტრია, როგორც ქვეყანა, ეზიზღებოდა პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა ატარებდა. ამ ყველაფერზეა მისი პიესა. ის ზიზღი, ის ყველაფერი არის ნაჩვენები”, – ამბობს ხათუნა ხუნდაძე.

მისი თქმით, ბერნჰარდი მნიშვნელოვანი ავტორია და აქვს რთული პიესები და ამასთან ერთად, წერდა წერტილისა და მძიმის გარეშე.

ხათუნა ხუნდაძის თქმით, სპექტაკლისთვის სამზადისი 2014 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2015 წლის თებერვლის დასაწყისში სპექტაკლი აღმოჩნდა ჩაშლის წინაშე. ხუნდაძის თქმით, 2 თებერვალს გაიგო, რომ კულტურის სამინისტრო არ აპირებდა სპექტაკლის თანადაფინანსებას.

ხათუნა ხუნდაძის თქმით, სპექტაკლისთვის, რომლის განხორციელებას 61 ათასი ლარი სჭირდება, 18 500 ევრო ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოყო. სპექტაკლი დადგმაში თანამონაწილეობას ღებულობს კულტურის სამინისტრო და რუსთაველის თეატრი.

ხუნდაძის თქმით, სამინისტრომ გადაწყვიტა მხოლოდ რეჟოსორის ჰონორარი გადაეხადა,რადგან არ სურდა, რომ ავსტრიელ რეჟისორთან შერცხვენილიყვნენ.

კულტურის სამინისტროს განმარტებით, რუსთაველის თეატრმა სამინისტროში შეიტანა განაცხადი, რომ სადადგმო თანხები მიეღო. სამინისტროში ადასტურებენ რომ მხოლოდ რეჟისორის ჰონორარი გადარიცხა, რადგან ამაზე მეტი თანხის გაცემა სამინისტროს არ შეეძლო და რამდენიც საწიროდ ჩათვალა.

კულტურის სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ საუბარი სპექტაკლი ჩაშლაზე ზედმეტია, რადგან მას საფრე არ ემუქრება და მისი პრემიერა 13 თებერვალს 19 საათზეა დანიშნული. საპრემიერო თამაში კიდევ 14 და 22 თებერვალს გიმართება.

“სანახაობის დამდგმელში” ფრაუ ბრუსკონის როლს მსახიობი მარინა კახიან ასრულებს, მის შვილების პერუჩიოსა და სარას როლებს სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე და ქეთი ხიტირი ასრულებენ,

მედუქნეს, მის ცოლსა და შვილს – ნიკუშა ქაცარიძე, დარეჯან ხარშილაძე და რუსკა მაყაშვილი. სპექტაკლის კომპოზიტორია მანანა ხუნდაძე.

სანახაობის მომწყობის პრემიერა რუსთაველის თეატრში. 13.02.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი