ხელოვნება

მაიოლის მუზეუმი დავით კაკაბაძის რეტროსპექტივას ხუთი თვე უმასპინძლებს

19 სექტემბერი, 2014 • • 1287
მაიოლის მუზეუმი დავით კაკაბაძის რეტროსპექტივას ხუთი თვე უმასპინძლებს

საქართველოსა და ევროკავშირის კულტურული დაახლოების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, თითქმის საუკუნის შემდეგ დავით კაკაბაძის ნამუშევრები კვლავ პარიზში დაბრუნდა. 

 

დავით კაკაბაძის რეტროსპექტივა 16 სექტემბერს გაიხსნა, რომელსაც 4000-ზე მეტი საპატიო სტუმარი, კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი დაესწრო.

 

პარიზის მაიოლის მუზეუმი- Musée Maillol  – 5 თვის განმავლობაში უმასპინძლებს დავით კაკაბაძის 40 ნამუშევარს, მათ შორის კონსტრუქციულ-დეკორატიულ კოლაჟებს და სხვადასხვა პერიოდის გრაფიკას, ზეთის და აკვარელის ნამუშევრებს. გამოფენა დავით კაკაბაძის 125 წლის იუბილეს ეძღვნება.

მაიოლის მუზეუმი
მაიოლის მუზეუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი