სპეციალურად გამოფენის გახსნისთვის თბილისში ჩამოვლენ მსოფლიოში სახელგანთქმული კარიკატურისტები – დერილ ქეილი და მარტინ შუტოვეჩი, რომლებიც ერთ უორქშოფ-მასტერკლასსა და სამ ლექციას ჩაატარებენ ეროვნულ სამხატვრო აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კავკასიის უნივერსიტეტში.
ეს პროექტი წარმოადგენს პოლიტიკური კარიკატურების საერთაშორისო გამოფენის გაგრძელებას. მისი ისტორია 2010 წლიდან იწყება. ამ ხნის მანძილზე ის ესტუმრა 19 ქალაქს და მოგზაურობდა 17 000 კმ-ზე მეტ დისტანციაზე, სხვადასხვა ქვეყანაში – სლოვაკეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, პოლონეთსა და უნგრეთში.
გამოფენა ამჟამად ჩამოდის საქართველოში და ჩვენ ვიქნებით პირველი არაევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც ის გაიმართება. თბილისის გარდა, გამოფენა ჩატარდება ქვეყნის 4 ქალაქში – ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში.
პროექტის ორგანიზატორები არიან სლოვაკური ორგანიზაცია „ეუფორიონი“ და „საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)“. ღონისძიებას თბილისის მერობის კანდიდატები დაესწრებიან.








