ხელოვნება

ექსპერიმენტული გარემო ახალგაზრდა სცენოგრაფებისთვის

31 იანვარი, 2014 •
ექსპერიმენტული გარემო ახალგაზრდა სცენოგრაფებისთვის

გამოფენა, რომელზეც  ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა სცენოგრაფების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, თანამედროვე სცენოგრაფიაში არსებული ვითარების წარმოჩენას ისახავს მიზნად. 

ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენაზე უპირველესად დაინტერესდებიან ახალგაზრდა (1970 წლის შემდეგ დაბადაბული თაობის) სცენოგრაფთა,  როგორც რეალიზებული, ასევე, არარეალიზებული სპექტაკლებით.

 

“პროექტის განხორციელების აუცილებლობას განაპირობებს რეჟისორების და, ზოგადად, თეატრალური სამყაროს თვალსაწიერს მიღმა დარჩენილი ახალგაზრდა სცენოგრაფების შესაძლებლობები, შექმნან  ექსპერიმენტული გარემო, რომელიც  განვითარებისაკენ უბიძგებს რეჟისორულ და სცენოგრაფიულ ურთიერთშემავსებელ იდეებს”,- აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი ხელოვანები ძირითადად სცენოგრაფიაში მუშაობენ და ფლობენ მის სხვადასხვა მიმართულებას – სცენის დიზაინს, კოსტუმისა და ვირტუალურ სცენოგრაფიას, ინსტალაციის ხელოვნებას და პრაქტიკულ სადადგმო გამოცდილებას.

 

გამოფენა შაბათს, 2014 წლის 1 თებერვალს, 19:00 სთ გაიხსნება  და 10 თებერვლამდე გასტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი