ნეზაკეტ ეკიჩი და შაჰარ მარკუსი ორი წელია თანამშრომლობენ. ეკიჩი თურქი ხელოვანია, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს. იგი გერმანიის გარდა სხვადასხვა ქვეყანაში დგამს პერფორმანსებს. გოეთეს ინსტიტუტში ეკიჩიმ თავისი შემოქმედების შესახებ საუბრის დროს ვიდეოები აჩვენა, რომლებზეც მისი პერფორმანსებია გადაღებული.
წარმოდგენილ პერფორმანსებში ძირითადი თემა წყალია. ერთ-ერთი პერფორმანსის დროს გასაბერ ნავში მჯდომი ეკიჩი იცვამს, სარკის წინ მაკიაჟს იკეთებს, შემდეგ ფეხსაცმლის ქუსლით ნავს გახეთქს და წყალში ჩავარდნილი ტალღებს ებრძვის.
ეკიჩისა და შაჰარ მარკუსის თქმით, წყალი და უდაბნო, როგორც სიცოცხლისა და სიკვდილის სიმბოლოები, წარმოჩენილია მათ ერთობლივ პროექტში “მლაშე სადილი”, რომლის დროსაც ორივე ხელოვანი მკვდარ ზღვაში გაშლილ მაგიდასთან, მწველი მზის ქვეშ სადილობენ.
ნეზაკეტ ეკიჩი და შაჰარ მარკუსი ისრაელის საელჩოსა და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩამოვიდნენ არტისტერიუმში მონაწილეობის მისაღებად და თბილისის ისტორიის მუზეუმში პერფორმანსი დადგეს.
“ნეტგაზეთმა” ნეზაკეტ ეკიჩისა და შაჰარ მარკუსს ესაუბრა, თუ რა უპირატესობა გააჩნიათ პერფორმანსებს. ხელოვანებმა ისაუბრეს ‘მლაშე სადილთან” დაკავშირებითაც: თუ რატომ აარჩიეს მკვდარი ზღვა თავისი პერფორმანსის შესასრულებლად და რატომ არის წყალი მნიშვნელოვანი თემა მათი შემოქმედებითის?







