ხელოვნება

ზემო სვანეთში მე-10 საუკუნის ტაძრის სახურავი ქარიშხალმა მთლიანად დააზიანა

3 სექტემბერი, 2013 • 1863
ზემო სვანეთში მე-10 საუკუნის ტაძრის სახურავი ქარიშხალმა მთლიანად დააზიანა

“სპეციალური ჯგუფი ამ წუთებში ძეგლის დაზიანების მასშტაბსა და მოცულობას იკვლევს. ფრესკების გადაუდებელი დაცვის მიზნით, სამუშაო ჯგუფმა ტაძარი დროებითი ტენტით გადახურა. 

 

იმისთვის, რომ მოახლოებულმა ზამთარმა ტაძრის ფიზიკური სიმყარე და ინტერიერში არსებული ფრესკების მდგომაროება არ დაამძიმოს, ძეგლზე გადაუდებელი გადახურვის სამუშაოები წელსვე განხორციელდება”, – აცხადებენ ულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. 

 

ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესია უძველესი არქიტექტურის გარდა გამორჩეული და თავისებურია მე-17 საუკუნის ფრესკებით და მის ფასადზე გამოსახული ამირანდარეჯანიანის მხატვრობით.

ჩაჟაშის მე-10 საუკუნის მაცხოვრის ეკლესია, ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
ჩაჟაშის მე-10 საუკუნის მაცხოვრის ეკლესია, ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

მასალების გადაბეჭდვის წესი