ხელოვნება

ბაგინეთში აღმოჩენილი 1800 წლის წინანდელი yvareli სათამაშო და ძველი მცხეთის სახლები

29 ივლისი, 2013 • 1450
ბაგინეთში აღმოჩენილი 1800 წლის წინანდელი  yvareli სათამაშო და ძველი მცხეთის სახლები

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი, ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ ნიკოლაიშვილი, ამბობს, რომ მათ 35-35 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ათი შენობა აღმოაჩინეს, რომელიც ალიზითაა ნაშენი. არქეოლოგის თქმით, შენობები ორრიგადაა განლაგებული და ისინი ერთმანეთთან ღიობებითაა დაკავშირებული. შენობების გადახურვისას “იბერიული” კრამიტია გამოყენებული.

 

ნიკოლაიშვილის თქმით, ნამოსახლარის გამოვლენის პროცესი ახლა მიმდინარეობს და მისი მხოლოდ ნაწილია აღმოჩენილი. იმ ადგილიდან, სადაც ახლა არქეოლოგები მუშაობენ, დასახლება ყველა მხარეს გრძელდება. მუშაობა ამ დროსაც მიმდინარეობს. არქეოლოგის თქმით, მთავარი პრობლემა, რასაც ესქპედიციის წევრები აწყდებიან ალიზით ნაშენი შენობების კონსერვაციაა. მისი თქმით, აქ აღმოჩენილი ნამოსახლარი უნდა შენარჩუნდეს. 

 

“კონსერვაციის პრობლემაა. ალიზი ძნელად დასაცველია. ეს ადგილი ვიზტორებისთვისა და ტურისტებისთვის საინტერესოა. მოდიან და საჭიროა მისი გამაგრება, ზრუნვა იმისათვის რომ დარჩეს, დაკონსერვდეს,”- განაცხადა ვახტანგ ნიკოლაიშვილმა. 

 

ვახტანგ ნიკოლაიშვილს აღმოჩენილი მასალებზე დაყრდნობით უჭირს იმის განსაზღვრა, თუ როგორი ფუნქციის მქონე დასახლება იყო და ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრების როგორ წესს მისდევდა, რას საქმიანობდა. ჯერჯერობით, ბაგინეთში აღმოჩენილია მინისა და კერამიკის ჭურჭელი, სანელსაცხებლეები, სარძევე ჭურჭელი და ხელადები. ვახტანგ ნიკოლაიშვილის თქმით, ამ ეპოქისთვის თიხის ურჭელია დამახასიათებელი. აღმოჩენილია 1800 წლის წინანდელი სათამაშო ნიღბიანი კაცის გამოსახულებით. 

 

ნიკოლაიშვილის ამბობს, რომ “იბერიული კრამიტის” პროტოტიპი ბერძნული კრამიტია. მისი არსებობა აქამდეც იყო ცნობილი. მცხეთაში დამზადებულ კრამიტს ნაპირებში ღარები აქვს, რომლითაც ისინი ერთმანეთზე მაგრდებიან. ამის გარდა, ცნობილია კუთხის- “კეხის”  კრამიტები, რომლებიც სახურავის მოპირდაპირე მხარეს განლაგებულ კრამიტებს ერთმანეთთან აერთებდა. “ეს გულისხმობს ორქანობიან გადახურვას”- განმარტავს ვახტანგ ნიკოლაიშვილი. 

 

ბაგინეთი, იგივე არმაზციხე, ძველი მცხეთის ცენტრალური ნაწილი იყო, სადაც ქართლის მეფეების სასახლე, ტაძარი და სამი აბანოა აღმოჩენილი. ამ ადგილას მდებარეობდა მცხეთის მთავარი ციხე, “შიდა ციხე”-იგივე “დედაციხე,” რომელსაც ისტორიოგრაფია არმაზციხის (ბაგინეთის) სახელით იცნობს, მთავარი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო. 

 

“ძველად გამოვლენილ ნაგებობებთან ერთად, ეს ახალ ინფორმაციას გვაწვდის მშენებლობის შესახებ. აქ არქიტექტურული დეტალებიც არის თითო-ოროლა აღმოჩენილი. ეს აღმოჩენა, იმისათვის რომ გამოიკვეთოს დედაციხის გეგმარება, მნიშვნელოვანი წყაროა,”- განაცხადა ვახტანგ ნიკოლაიშვილმა. 

 

პრეზენტაცია ახალი აღმოჩენის შესახებ დღეს 13 საათზე არქეოლოგიურ ობიექტზე გაიმართება. პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და კულტურული მემკვიდრების დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მერაბ ბოჭოიძე დაესწრებიან. არქეოლოგიური კვლევა-ძეიბა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის მიერ ხორციელდება. 

 

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბაგინეთის არქეოლოგიური შესწავლა პირველად 120 წლის წინ ილია ჭავჭავაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით განხორციელდა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი