ბალტიის ზღვის კუნძულ “საარემაას ოპერის დღეებში” ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრები მონაწილეობენ. 24 ივლისს ჯაკომო პუჩინის “მადამ ბატერფლაის” ქათაისის ოპერის თეატრი წარმოადგენს.

 

პირველი სპექტაკლი 22 ივლისს დაიდგა, როცა ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაეტანო დონიცეტის დრამა “ლუჩია დი ლამერმური” წარმოადგინა. 23 ივლისს ჯერი თბილსის ოპერისა და ბალეტის თეატრზე მიდგა, რომლის დასმაც ჯუზეპე ვერდის სამმოქმედებიანი “რიგოლეტო” შეასრულა.

 

ფესტივალის შემდეგ დღეებში სპექტაკლებით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი წარსდგება: 25 ივლისს- ვერდის ოპერა “ატილა”, 25 ივლისს- ფალიაშვილის სახელობის ოპერის თეატრის სოლისტებისგან შემდგარი ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი “სულიკო”, 27 ივლისს კი- ნინო ანანიაშვილის სამი ერთაქტიანი ბალტი.

 

28 ივლისს, ფესტივალის ბოლო დღეს, ვაგნერისა და ვერდის 200 წლისთვაისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი მაესტრო ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით გაიმართება. კონცერტში ქართველი და ესტონელი სოლისტები და მოცეკვავეები მიიღებენ მონაწილეობას.

 

“საარემაას ოპერის დღეებში” საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია, კულტურის მინისტრის ხელმძღვანელობით, დაესწრება. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, “საარემაას ოპერის დღეებში” მონაწილეობა 2013 წლის თებერვალში გადაწყდა, როდესაც კულტურის სამინისტროში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელმა გიორგი ჟორდანიამ და ფესტივალის ორგანიზატორი კომპანიის “Eesti Kontsert” დირექტორმა იური ლეიტენმა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

 

“საარემაას ოპერის დღეები” ესტონეთის კუნძულ საარემააზე 1999 წლიდან იმართება. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია არნე მიკი. 2008 წლიდან ფესტივალს ესტონეთის ეროვნული საკონცერტო ორგანიზაცია მართავს.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *