ხელოვნება

კორეელი მხატვრების ნამუშევრების პირველი გამოფენა საქართველოში [ვიდეო]

20 ივნისი, 2013 •
კორეელი მხატვრების ნამუშევრების პირველი გამოფენა საქართველოში [ვიდეო]

გამოფენა სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში 19 ივნისს, 18 საათზე გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი 60 ნამუშევარი თანამედროვე სამხრეთკორეელი მხატვრების მიერაა შესრულებული. გამოფენას თავად ავტორებიც ესწრებოდნენ.

 

კულტურის სამინისტროსა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხავრო აკადემიის ორგანიზებით მოწყობილი გამოფენა პირველია, რომელზეც სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში მცხოვრები მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე გრავიურა, პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმოტები, აბსტრაქცია.

 

გამოფენაზე 26 მხატვრის: იე ტაე ჩიო, ჩა–სუნგ კო, ჩუნგ–ოკ კიმ, სეუნგ–უონ სუ, იონგ–სუპ შინ, ლი ყოუნგ–სუ, ლი ჩონგ ია, ლი ჰან–ვო, ჩანგ ჩი–უონი, იე, იუნგ–ია, კიმ კიო–მან, კიმ იაე–აკ, იმ კეუნ–ვო, კიმ ჩუნგ–რან, ნა ვო–ლინ, მუნ მი–რან, იანგ იონგ–იონგ, იონ მი–სუკ, იონ სუნ, ლი იანგ–სუნ, –იუნ ლი, იონგ–იუნ ლი, იეონგ–ეუნ ლიმ, ჯინ–ილ ჩო, მი–კიუნგ ჩოი, ჩუნგ–მინ ჰა, ნამუშევრები იყო გამოფენილი.

 

გამოფენას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ კლდიაშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, სახმრეთ კორეის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ჩა–სუნგ კუ ესწრებოდნენ.

 

გამოფენა 24 ივნისამდე გაგრძელდება.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ერთ წიგნად არის გამოცემული, რომელიც გამოფენის დამთვალიერებლებს დაურიგდათ. მანანა ბერიკაშვილის თქმით, ქართველი მხატვრების გაცვლითი გამოფენა სამხრეთ კორეაშიც მოეწყობა.

 

ექსპოზიციის მოწყობა 2013 წლის 28 თებერვალს კულტურის მინისტრსა და სამხრეთ კორეის თანამედროვე გაცვლითი ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის ჩა–საუნგ კუს შეხვედრაზე შეთანხმდა. შეხვედრაზე შეთანხმდა სამომავლო თანამშრომლობის მონახაზიც.

 კორეელი მხატვრების გამოფენა

მასალების გადაბეჭდვის წესი