ხელოვნება

ომოს ველი-მინდია მიდელაშვილის “დაგეგმილი ოცნება” [ვიდეო]

12 ივნისი, 2013 •
ომოს ველი-მინდია მიდელაშვილის “დაგეგმილი ოცნება” [ვიდეო]

“მათი ფოტოები რომ ვნახე, წამში ამიტანა სურვილმა, რომ თავად მენახა ისინი. ეს წამიერი სურვილი წლები გრძელდებოდა და მოსვენებას არ მაძლევდა. ფიქრის ნაწილი გახდა, რომელიც ადრე თუ გვიან რეალობად უნდა გადაქცეულიყო. ყველაფერს თავისი დრო აქვს და აი, მოვიდა მისი დროც….. ომო …… ეს სახელი მუდამ ტრიალდებდა ჩემს გონებაში…. ეთიოპიის ყველაზე იდუმალი ნაწილი…… ერთ ველზე თავმოყრილი რადიკალურად განსხვავებული ტომების ხალხი. თავისი წესებით, ენით, ქცევით, ჩაცმულობით…. ესთეტიკის საოცარი შეგრძნებით…”

 

ასე იწყება მინდია მიდელაშვილის დღიურები, რომელიც მან ეთიოპიაში მოგზაურობის შედმეგ დაწერა. ფოტოგრაფმა ეთიოპიაში ნანახი და განცდილი, ფოტონამუშევრების გარდა, ტექსტურადაც გადმოსცა. თავის დღიურებში მან იმ ისტორიებზე, ტრადიციებზე, ცხოვრების წესზე, ეთიოპიის განსაკუთრებულობაზე ისაუბრა, რომლებიც მინდიას ფოტოზე შეჩერებულ წამებადაა ასახული.

 

ომო, ხეობა და მდინარე სამხრეთ ეთიოპიაში, მინდიას თქმით, დანარჩენი ეთიოპიისგანაც კი განსხვავდება. ამ ხეობაში  სხვადასხვა ტომის ხალხებია თავმოყრილი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება.

 

ფოტოგრაფის თქმით, მას ეთიოპაში გამგზავრებაში თიბისი ბანკი, ჩაი გურიელი, ფოტოცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეთიოპიაში საქართველოს საკონსულო დაეხმარა. 

 

მინდია 2013 წლის იანვარში ჩავიდა ეთიოპიაში.  

 

“მურსი, არი, წამაი, ბენე, დასონეჩი, კარო, დორზე, ერბორე, ჰამერი….ეს იმ ტომების ჩამონათვალია, რომელიც თავს იყრის ერთ ველზე ….. მას ომო ჰქვია….. სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გზაჯვარედინი. ასე უწოდეს ამ ადგილს, ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში… დეტალები ადისში უნდა გამერკვია…. თითქოს საათის მექანიზმი მომართესო, გამართული წიკწიკით აეწყო ყველაფერი….. მოზღვავებული ენერგია ერთიანად დაიძრა და დაგეგმილ ოცნებას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი…….”- მინდია მიდელაშვილის დღიური.

 

ეთიოპიიდან დაბრუნებულმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა 7 ივნისს გასხნა, რომელიც 20 ივნისამდე გაგრძელდება. მინდია გამოფენის მოწყობას საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი