ხელოვნება

ნიკო ფიროსმანის ერთი ნივთის გამოფენა

19 თებერვალი, 2013 • 2498
ნიკო ფიროსმანის ერთი ნივთის გამოფენა

ფიროსმანის ფიალა
ფიროსმანის ფიალა

დღემდე ნიკო ფიროსმანის კუთვნილი არც ერთი საგანი არ იყო ცნობილი. ფიალა, რომელიც გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი, ლიტერატურის მუზეუმის ფონდს გასული წლის ბოლოს შეემატა.

 

ლიტერატურის მუზეუმმა ამ ნივთის უნიკალურობიდან გამომდინარე გადაწყვიტა, იგი ფართო საზოგადოებას წარუდგინოს და მოაწყოს მისი ერთკვირიანი გამოფენა.

ფიალას გარედან, სავარაუდოდ, ფიროსმანის წარწერა აქვს: „ღმერთმა გაუმარჯოს  პურმარილიან კაცსა ნიკო ფიროსმანაშვილსა“.

ქართული კულტურისთვის საგნის ღირებულებას განსაკუთრებულად ზრდის ის, რომ, როგორც ჩანს, როდესაც ფიალის ისტორია გალაკტიონს უამბეს, მას შიგნით პატარა ლექსი წაუწერია: „აიტაცე ფიროსმანის ფიალა ააღვინდი ათეთრებულ ღრუბლებს.
გ. ტაბიძე“. 

“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წარწერა და ხელმოწერა გალაკტიონ ტაბიძეს ეკუთვნის”, ნათქვამია ლიტერატურის მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

გამოფენა დღეს გაიხსნება და 23 თებერვლამდე გასტანს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი