ხელოვნება

ლეონარდო და ვინჩი – “ონლაინ”

15 თებერვალი, 2013 •
ლეონარდო და ვინჩი – “ონლაინ”

ლეონარდო და ვინჩის დღიურები
ლეონარდო და ვინჩის დღიურები

გარდიანის ცნობით, ნებისმიერ მსურველს უკვე საშუალება აქვს ლეონარდო და ვინჩის ეს ძვირფასი დოკუმენტი საკუთარი კომპიუტერის ეკრანიდან დაათვალიეროს.

 

და ვინჩის დღიურების ძირითადი ნაწილი იმ მასალების კრებულია, რომელსაც თავად ლეონადრო ასე აღწერს:

 

“სხვადასხვა ფურცლების ასლებისაგან შემდგარი მოუწესრიგებელი კრებული, რომელთაც აქ მოვუყარე თავი, იმედით, რომ მოგვიანებით შესაბამისი თემატიკის მიხედვით მოვაწესრიგებ.”

 

1478-1518 წლებში შესრულებული ხელნაწერი ლეონარდოსთვის მახასიათებელი სარკისებური წერის მანერითაა შესრულებული და მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება. მათში თავმოყრილია სხვადასხვა თემატიკის დიაგრამები, ნახატები და მოკლე ტექსტები. ეს შენიშვნები სამუშაო ხასიათისაა, არ იყო განკუთვნილი საკითხავად ან გამოქვეყნებისათვის, ასე რომ, ლეონარდოც უყოყმანოდ ტოვებდა მის ფურცლებზე პირადულ ჩანაწერებსა და პრაქტიკულ შენიშვნებს.

 

და ვინჩის დღიურები მისი უნივერსალური გონების მომნუსხველი დიაპაზონის მტიცებულებაა, რომელიც საკუთარ თავში იტევს თვითნასწავლი მეცნიერის მრავალმხრივ ინტერესებსა დ ექსპერიმენტებს, მათემატიკიდან მფრინავ დანადგარამდე, მეცნიერებიდან ხელოვნებამდე.

 

“ამ დღიურების მეშვეობით ლეონარდოს გონების შესწავალა ყველას შეუძლია” – წერს გარდიანი.
და ვინჩის ხელნაწერის სრული ვერსიის დიგიტალიზაციას წინ უძღოდა, ლეონარდოს სკეჩების შემოკლებული ვერსიის გამოქვეყნება,  თანდართული ინგლისურენოვანი განმარტებებითა და აუდიო გზამკვლევით (SKETCHES BY LEONARDO).

მასალების გადაბეჭდვის წესი