აფიშახელოვნება

ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის პროგრამა

19 ოქტომბერი, 2012 • 2220
ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის პროგრამა

ფესტივალში ყოველ წელს მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი და სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები.

ფესტივალის მიზანია განავითაროს და კიდევ უფრო დახვეწოს ქართული ჩასაბერ საკრავთა სკოლა და კამერული მუსიკა. ასევე, დააინტერესოს კლასიკური მუსიკით ახალგაზრდები და შესრულდეს ის ნაწარმოებები, რომლებიც მანამადე არ შესრულებულა ქართველი მსმენელისთვის.

ფესტივალის ფარგლებში ყოველ წელს დაახლოებით 20-25 მასტერკლასი ტარდება, რომელსაც ათეულობით სტუდენტი ერთი კვირის განმავლობაში ესწრება.

წლევანდელი ფესტივალის სტუმრები არიან:
ჟულიეტ ურელი – ფლეიტა, საფრანგეთი, გიორგი გვანცელაძე – ჰობოი, ლევან ცხადაძე – კლარნეტი, ბრამ ვან სამბეკი – ფაგოტი, ჰოლანდია, ლაურენს ოთო – ვალტორნა, ჰოლანდია, საქართველოს სინფონიეტა, ვახტანგ კახიძე – დირიჟორი

კონცერტები კონსერვატორიის დიდ დარბაზში  30 ოქტომბერს და 2 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

პროგრამაშია:

30 ოქტომბერი

ფრანსის პულენკის კამერული მუსიკა
სონატა ფლეიტის და ფორტეპიანოსათვის (1957)
სონატა კლარნეტის და ფაგოტისათვის (1922)
სონატა ჰობოის და ფორტეპიანოსათვის (1962)
ელეგია ვალტორნის და ფორტეპიანოსათვის (1957)
სონატა კლარნეტის და ფორტეპიანოსათვის (1962)
სონატა ორი კლარნეტისათვის (1918)
ტრიო ჰობოის, ფაგოტის და ფორტეპიანოსათვის (1926)
სონატა ვალტორნის, საყვირის და ტრომბონისათვის (1922)
სექსტეტი ფლეიტის, ჰობოის, კლარნეტის, ფაგოტის, ვალტორნის და   ფორტეპიანოსათვის (1932-39)                                                              
ჟულიეტ ურელი – ფლეიტა, გიორგი გვანცელაძე – ჰობოი, ლევან ცხადაძე და ნოდარ ბიწაძე – კლარნეტი, ბრამ ვან სამბეკი – ფაგოტი, ლაურენს ოთო ვალტრონა, გიორგი შამანაური – საყვირი, მამუკა ბექაური – ტრომბონი, ნინო გვეტაძე – ფორტეპიანო

2 ნოემბერი

იოჰან კრისტიან რაინჰარდი – კონცერტი ვალტორნის და ორკესტრისათვის მი ბემოლ მაჟორი
რიჰარდ შტრაუსი – დუეტ-კონჩერტინო კლარნეტის, ფაგოტის, სიმებიანი ორკესტრის და არფისათვის (1947)
ანტონიო ვივალდი – კონცერტი ჰობოის და ორკესტრისათვის დო მაჟორი RV 447
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – სინფონია კონჩერტანტე ჰობოის, კლარნეტის, ფაგოტის, ვალტორნის და ორკესტრისათვის K. 297ბ (1778)
გიორგი გვანცელაძე – ჰობოი, ლევან ცხადაძე – კლარნეტი, ბრამ ვან სამბეკი – ფაგოტი, ლაურენს ოთო – ვალტრორნა,  საქართველოს სიმფონიეტა, ვახტანგ კახიძე – დირიჟორი

მასალების გადაბეჭდვის წესი