23 ივნისი – 21 ივლისი
ფოტოგამოფენა : “100 X France, ფრანგული ფოტოგრაფია დასაბამიდან დღემდე”
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
ჭანტურიას ქუჩა 8
შესვლა თავისუფალია
გამოფენა 100 X France-ის მიზანი თქვენთვის ფრანგული ფოტოგრაფიის ორსაუკუნოვანი ისტორიის მოყოლაა მხოლოდ ასი ფოტოთი, იმ ფოტოებით, რომლებიც მან რეის, დიუშამის, დუანოს, კარტიე-ბრესონის და სხვა ცნობილი ფოტოგრაფების შემოქმედებიდანაა აღებული. რეტროსპექტივა გიყვებათ თავგადასავალს, რომელიც ორი საუკუნის წინ დაიწყო პარიზში და კვლავ გრძელდება. გამოფენის რეალიზაცია შეუძლებელი იქნებოდა ისეთი ცნობილი ორგანიზაციების დახმარების გარეშე, როგორებიცაა –საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, ორსეს მუზეუმი, პომპიდუს ცენტრი, თავად ხელოვნები ან მათი მემკვიდრეები.
გამოფენის კომისარია სოფი შმიტი.
გამოფენა საზეიმოდ გაიხსნება 23 ივნისს, 18 საათზე.