ხელოვნება

“დახუჭე თვალები” მიწისქვეშა გადასასვლელებში[Video]

25 მაისი, 2012 • 1452
“დახუჭე თვალები” მიწისქვეშა გადასასვლელებში[Video]

undergo. the parallels – ევროკავშირის პროექტს წარმოადგენს და საქართველოს გარდა უკრაინაში, სომხეთში და მოლდოვაშიც იმართება.

“გაიარე წითელ ხალიჩაზე, განდევნე შიშები, ისროლე ვარსკვლავები და შეიგრძენი საზოგადოებრივი სივრცე ახლებურად!” – ამ იდეების განხორციელებაში 12 ქვეყნის 41 ხელოვანი მონაწილეობს.

პროექტი 3 ივნისის ჩათვლით 10 მიწისქვეშა გადასასვლელში ხორციელდება, მათ შორის: ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, კოლმეურნეობის მოედანზე, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, ოპერის წინ, ფილარმონიის ქვეშ, სასტუმრო “რედისონის” ქვეშ, კოსტავას ქუჩაზე ყოფილი“საჭაშნიკოს” წინ, გმირთა მოედნის ქვეშ, ვაკის პარკის გადასასვლელში და ჭავჭავაძის გამზირზე.

ორგანიზატორების განცხადებით, პროექტს ორი მიზანი აქვს– არტისტული და პრაქტიკული. ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ხალხს მიწისქვეშა გადასასვლელების გამოყენების სურვილი კვლავ გაუჩნდეს, ასევე ის, რომ მთავრობამ მიწისქვეშა გადასასვლელებს ყურადღება მიაქციოს, რადგან მათი დიდი ნაწილი მოუწესრიგებელია, არ არის განათებული და დაბინძურებულია.

სწორედ ამ მიზნის მისაღწევათ ორგანიზატორებმა საჭიროდ ჩათვალეს, სხვადასხვა აქტივობები პირდაპირ მიწისქვეშა გადასასვლელებში განხორციელებულიყო, რადგან ეს არის ადგილები, სადაც ”ალტერნატიული გაყიდვის წერტილები გაჩნდა”

პროექტის ფარგლებში როგორც ერთჯერადი, ასევე ხანგრძლივი წარმოდგენები ეწყობა.

ერთ-ერთი ორგანიზატორის ნინი ფალავანდიშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში ”იგეგმება პროექციები და განათების ინსტალაციების მოწყობა”.

“სივრცეების” გახსნაზე ვარდების მოედნის ქვეშ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი მოიხატა. აქ ჩასვლისას ახლაც ინთება წარწერები– “დახუჭეთ თვალები”, “ეს არასოდეს მომხდარა”. 

პროექტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, პარტნიორები კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი