აფიშახელოვნება

STARSHIP – THE NEAR FUTURE

20 მაისი, 2012 • 1170
STARSHIP – THE NEAR FUTURE

 თანაედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA-Tbilisi) გაიხსნა გამოფენა – The Near Future,  Starship-ის ჯგუფის ორგანიზებით. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სხვადასხვა მოდელები და აბსტრაქციები, რომლებიც წარმოდგენს გარკვეულ მცდელობას – ნაჩვენები იქნას ახლო მომავალი. ვინაიდან შეუძლებელია მომავლის გახსენება, გამოფენის ორგანიზატორები მიმართავენ წარსულს, პირველ რიგში კი მოკლე პერიოდის მეხსიერებას, რომლის შრეების რეკონსტრუქციის საფუძველზე ქმნიან ახალ სურათს. 

ნამუშევრების შექმნილია თბილისში, ხოლო იდეების წყაროს წარმოადგენს ქალაქი ბერლინი. 

 The Near Future არის გამოფენა თანამშრომლობის და იმ საშუალებების შესახებ, რომელიც სხვა ადამიანების იდეების გაგებას შესაძლებელს ხდის. ასევე, The Near Future წარმოადგენს ექსპოზიციას წინაღობების შესახებ, რომელიც კომუნიკაციის დასამყარებლად გზიდან უნდა იქნეს მოცილებული.

მონაწილეობენ: 
Starship Group (Hans-Christian Dany, Ariane Müller, Martin Ebner)

მუსიკა: 
ჰანს ქრისტიან დენი, რეზიდენტი DJ Pudels Club-ში. ჰამბურგი

Starship, დაარსდა 1998 წელს ქალაქ ბერლინში, როგორც გაზეთი. მისი დამაარსებლები ჰანს კრისტიან დანი, მარტინ ებნერი და არიანე მიულერი მუშაობენ გამომცემლობაზე, გამოფენებზე, ტექსტებზე და გაზეთის გამოცემაზე. The Near Future-ის გამოფენასთან ერთად გაიმართება ვორქშოპი არქივირების შესახებ (სებასტიან ლიუტგერტი, ბერლინი) ასევე წარდგენილი იქნება პუბლიკაცია Starship-ის პუბლიკაცია – “რა ხდის დღევანდელ ბერლინს მიმზიდველს”.

გამოფენა 18 ივნისამდე იქნება წარმოდგენილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი