ხელოვნება

საშა ჭავჭავაძის “ასანთების მუზეუმი”[VIDEO]

19 მაისი, 2012 • 1015
საშა ჭავჭავაძის “ასანთების მუზეუმი”[VIDEO]

“ასანთების მუზეუმი” – ასე ჰქვია გამოფენას, რომელსაც ლიტერატურის მუზეუმი მასპინძლობს. 23 დიდი და 40-მდე პატარა ნამუშევარი ნიუ-იორკელ ხელოვანს, ალექსანდრა (საშა) ჭავჭავაძეს ეკუთვნის.

მიუხედავად იმისა, რომ მისი წინაპრები ქართული წარმოშობის არიან, საშა ჭავჭავაძე საქართველოში არასოდეს ყოფილა და პირველად თბილისს საკუთარი ნამუშევრების გამოსაფენად ესტუმრა:

“ჩემი ნამუშევრები ავტობიოგრაფიულია, მე ავსახე ის ფრაგმენტები, რასაც მამა ბავშვობიდან მიყვებოდა, ცივი ომის პერიოდი და მისი ზეგავლენა ადამიანებზე. ახლა, როცა საქართველოში ვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველა ჩემმა ქაოსურმა მოგონებამ თავი ერთად მოიყარა სწორედ იქ, საიდანაც ისინი მოდიან”, – ამბობს საშა ჭავჭავაძე.

ნამუშევრები, რომლებიც ლიტერატურის მუზეუმში გამოიფინა, დაახლოებით შვიდი წლის მანძილზე იქმნებოდა.

ამჟამად საშა ჭაჭავაძე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ბრუკლინში ცხოვრობს, ის ბრუკლინის Proteus Gowanus Interdisciplinary Gallery-ს დამაარსებელი და დირექტორია, ასევე ასწავლის ხელოვნებას ბრუკლინის წმინდა ანას სახელობის სკოლაში. საკუთარ თავზე, შემოქმედებასა და ისტორიაზე საშა ჭავჭავაძე უფრო დეტალურად 18 მაისს ლიტერატურის მუზეუმში, სპეციალურ შეხვედრაზე ისაუბრებს.

იგეგმება მისი მიერ დაწერილი წიგნის გამოცემაც, რომელიც ქართულ ენაზე უკვე ნათარგმნია და მისივე ნამუშევრებითაა გაფორმებული.

საშა ჭავჭავაძის გამოფენის მონახულება მსურველებს 2 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი