ახალი ამბები

საარჩევნო დარღვევები ფოთში

1 ოქტომბერი, 2012 • 1803
საარჩევნო დარღვევები ფოთში

 

ფოთის N19-ე  უბანში ამომრჩეველის კაბინაში, დაფაზე 5- იანია შემოხაზული.    ამავე უბანზე  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებელმა კენჭისყრის ოთახში შენიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი ნანა ფაჩურია ფარულად, ვარდისფერ და ყვითელი ფურცლებზე  აწარმოებდა  აღრიცხვას. აღნიშნული ფურცლები მოგიანებით ისევ ფარულად გატანილი იქნა უბნიდან  და ჩუმად გადაეცა  „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორს, ნინო შამათავას, რომელიც ამავე დროს უბანზე პირველი ამომრჩეველი იყო. მათ არ დააზუსტეს, თუ რა ტიპის აღრიცხვას აწამოებდნენ. ნინო შამათავამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ უბნის კომისიის თავმჯდომარემ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ  და მიიმალა უბნიდან მიიმალა. აღნიშნულ ფაქტზე მზადდება საჩივარი. 

 

 

ფოთის N22-ე უბანზე  1376 ამომრჩეველია სიაში.  ამ საარჩევნო უბანზე ბიულეტენი მხოლოდ 1200 ამომრჩეველზე მივიდა. 12 საათისთვის ამ უბანზე  192  ამომრჩეველს ჰქონდა ხმა მიცემული. 

 

 

ფოთში N23-ე უბნის თავმჯდომარემ მედიის წარმოამდგენლებს გადაღების უფლება შეუზღუდა.  იგი მოითხოვდა კენჭისყრის ოთახში გადაღებულიყო მხოლოდ საარჩევნო ყუთი. აღნიშნულ საკითხზე დაიწერა საჩივარი. საჩივრის შემდეგ საოლქომ მისცა აღნიშნულ მედიასაშუალებას გადაღების უფლება შეუზღუდავად. 

 

 

ფოთის N18-ე უბანში კენჭისყრის ოთახიდან 100 მეტრის დაშორებით (დერეფნის ბოლოში)  მიმდინარეობდა ამომრჩევლის მარკირება. დამკვირვებლებს არ მისცეს საჩივრის დაწერის საშუალება. აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად დამკვირვებლებმა  მიმართეს ოლქს. ამ უბანში  1612 ამომრჩეველია, 12 საათისთვის ამ უბანზე  413 ამომრჩეველმა  მისცა ხმა. 

 

 

ფოთის N21-ე  უბანზე დაფიქსირდა  შემთხვევა, როცა ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება. ამავე უბანზე მედიის წარმომადგენელს აუკრძალეს გადაღება. მას უთხრეს, რომ ამოეწურა მას მისთვის განკუთვნილი დრო – 10 წუთი. დამკვირვებლებმა განმარტეს,  რომ მედიისთვის განსაზღვრულს  ადგილიდან შეეძლო გადაღება გაეგრძელებინა. უბანზე შენიშვნა გაიზიარეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი