ახალი ამბები

ქანთარია

30 ოქტომბერი, 2013 • • 1275
ქანთარია

ნუკრი ქანთარია, პარლამენტში აღნიშნულ საკითხზე არანაირი დოკუმენტი არ არის შემოსული:

“არ არის შემოსული, არანაირი დოკუმენტი აპარატში არ შემოსულა. მე არც მინისტრის ნათქვამი მომისმენია. შემოვა პარლამენტში და დავიწყებთ განხილვას. მე როგორც ვიცი, სკოლაში მიღების ასაკი იზრდება 6 წლამდე და ეს თავისთავად კარგია. ადრეც ვამბობდით, რომ 5 წლის ბავშვი პატარაა. “

 

ქანთარია ამბობს, რომ პარლამენტმა წინასწარ არ იცოდა აღნიშნული ინიციატივის შესახებ, მისივე განამრტებით, შესაძლოა მთავრობას კომიტეტის თავმჯდომარესთან ივანე კუღურაძესთან აქვს კავშირი აღნიშნულ საკითხზე:

“ეტყობა ვანოს დაელაპარაკნენ.  მე მოვიკითხე პარატში და არაფერია შემოსული, მაგრამ არაფერია იმაში ცუდი, რომ წინასწარ არ ვიცოდით, არაფერი ისეთი აქ არ არის. 5 წლის ბავშვის ფსიქიკა არ არის მზად, რომ სკოლაში შევიდეს. მოკლედ, ეს ინიციატივა დადებით მოვლენად მიმაჩნია და არაფერი ისეთი არ არის, რომ დიდი შეთანხმებები ჭირდებოდეს ჩვენთან. ასე, რომ ორივე ხელით მხარს ვუჭერ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი