როგორც ბიუროს სხდომაზე განმარტეს, საკითხი იმის გამო მოიხსნა, რომ  იუსტიციის მინისტრი მივლინებით საზღვარგარეთაა და ინიციატივაში საკითხების ნაწილის შეთანხმება ვერ მოხერხდა.

პლენარულ სხდომაზე დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საკითხის გადადების შესახებ მისთვის არავის უცნობებია:

“ზრდილობა მოითხოვს, რომ გადაწყვეტილების შესახებ ინიციატორს წინასწარ აცნობონ: ეს ჩემთვის უნდა ეცნობინებინათ ბიუროს გადაწყვეტილებამდე. დამერწმუნეთ, კოლეგიალობა მინიმუმ ამას მოითხოვს,” – განაცხადა დავითაშვილმა.

 

დავითაშვილს პლენარულ სხდომაზევე უპასუხა მისმა თანაგუნდელმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ:
“ბევრი დეტალი დასაზუსტებელია და გადაწყვეტილების შესახებ შენ ინფორმირებული იყავი. გაბრაზებული ტონი კი არ გინდა.”

 

“პროკურატურის შესახებ” კანონპროექტის განხილვა შემდეგ სასესიო კვირაში გაგრძელდება. ამ კანონპროექტის თანახმად, აუცილებელი აღარ არის, იუსტიციის მინისტრს უმაღლესი იურიდიული განათლება ჰქონდეს. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *