პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ ეტაპებზე ისაუბრა და ის პოლიტიკოსებიც გაიხსენა, რომლებმაც თავის დროზე საფუძველი დაუდეს ევროინტეგრაციის პროცესს:

„საქართველოს მთავრობას სრული მხარდაჭერა აქვს პარლამენტის მხრიდან.მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოში, რომელიც საქართველოს გახდის უფრო ფართო ევროპის ნაწილს. ჩვენ დოკუმენტის რატიფიცირებას მოვახდენთ შემდეგ კვირას და ამით  ყველაფერი გვექნება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვიმუშაოთ, რაც სჭირდება ამხელშეკრულების განხორციელებას. ამავდროულად, საქართველოს გზა ევროპისაკენ არის გაცილებით უფრო რთული. ეს დაიწყო საუკუნეების წინდა არც კი შევეცდები გავიხსენო ყველა ადამიანი, ვინც თამაშობდა ძალიან მნიშვნელოვან როლს ამ გზისმიმართულებით.”

 

უსუფაშვილმა ედუარდ შევარდნაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნისნა, რომ მისი მიღწევები ქვეყანამ უნდა აღიაროს:

“დღეს მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ექსპრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ოჯახს. მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მისი პრეზიდენტობის დროს განისაზღვრა სტრატეგია, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, რასაც ჩვენ მის პოლიტიკურ გზას ვუწევდით, მაინც უნდა ვაღიაროთ მისი მიღწევები დაზურაბ ჟვანია, რომლის ისტორიული სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანი იყო“.

 

დავით უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ცალმხრივად არმიმდინარეობს და როგორც საქართველო ასევე ევროპა დაინტერესებულია ურთიერთდაახლოებით:

„ეს არისორმხრივი გზა და ევროპაც უახლოვდება საქართველოს და თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ ყველამ ერთად უნდაგავიაზროთ, რომ ევროპა არის მრავალფეროვანთა ერთობა და თითოეულ ერს და სახელმწიფოს თავისიწვლილი შეაქვს ამ მრავალფეროვნებაში. ევროპას არ სჭირდება დამატებითი 70 ათასი კვადრატულიკილომეტრი ტერიტორია და 5 მლნ. მოქალაქე, ევროპა დაინტერესებულია საქართველოთი, მისი კულტურით,ტრადიციებით, თვითმყოფადობით და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ახლა ძალიან სერიოზული ამოცანის შესრულება- დავნერგოთ ევროპული სტანდარტები იქ სადაც დასანერგია და შევინარჩუნოთ ქართული კულტურა დაიდენტობა სადაც შესანარჩუნებელია.”

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *