ახალი ამბები

უსუფაშვილი: არაერთი სასამართლო პროცესი ვიცით, რომელიც ცალსახად იწელებოდა

28 სექტემბერი, 2015 • • 1234
უსუფაშვილი: არაერთი სასამართლო პროცესი ვიცით, რომელიც ცალსახად იწელებოდა

“ზოგადად მგონია, რომ ამ ტიპის საკითხები, დანაშაულთან ბრძოლას რაც შეეხება, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს მოგვარებული. ამ კონტექსტშია დასანახი 9-თვიანი პატიმრობაც. მიუხედავად იმისა, რომ პროკურორიც და მოსამართლეც მაშინ, როდესაც გიგი უგულავა 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ კიდევ რამდენიმე თვე ამყოფებდა წინასწარ პატიმრობაში, ეს იყო მაშინ მოქმედი კანონის შესაბამისად და საფუძველზე, ამის საშუალებას იძლეოდა კანონი, რომელიც ამის საშუალებას აღარ იძლევა კონკრეტულ შემთხვევეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. არ უნდა ხდებოდეს ამდენი ხნით ასეთი საქმეების გამოძიება. ზოგადად ცოტა უფრო სისწრაფე არ იქნებოდა ცუდი. ამის საპირისპირო არგუმენტები მომისმენია, რომ რაც უფრო დეტალურია და დახვეწილია საპროცესო კანონმდებლობა, მით უფრო მეტია შესაძლებლობა რაღაცის გაწელვის, არაერთი სასამართლო პროცესი ვიცით, რომელიც სრულიად ცალსახად იწელებოდა. იმიტომ, რომ ადვოკატი იცვლება, იმიტომ, რომ ვიღაცა რაღაცას ცდილობს… ბრალდებულს აქვს უფლება, რაც მის ხელთ არსებული კანონიერი საშუალებებით რაღაცა გაწელოს, გაახანგრძლივოს. სისწრაფე არ უნდა მოხდეს ბრალდებულის უფლებების დაუცველობის ხარჯზე, მაგრამ ცოტა უფრო სწრაფად შეიძლება ამის კეთება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

დავით უსუფაშვილმა დღეს, 28 სექტემბერს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა.

 

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი