ახალი ამბები

ივანიშვილი: ხოკრიშვილი ჩემთვის ყველაზე სიმპათიური მინისტრი იყო

30 აპრილი, 2015 • • 1509
ივანიშვილი: ხოკრიშვილი ჩემთვის ყველაზე სიმპათიური მინისტრი იყო

“ხოკრიშვილი ჩემთვის ყველაზე სიმპათიური მინისტრი იყო. მახსოვს, როგორი ბრალდებები წაუყენეს მას თვითმფრინავის ბილეთებთან დაკავშირებით და როგორი პასუხი გასცა მან, აბა, თქვენ თუ გაიხსნებთ”, – განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს ბოლო დროს განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

“ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მინისტრი წავიდა და ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. გენიალურ პიროვნებად წარმოაჩინა ამ კაცმა თავი, ვერ მოახერხა ოჯახის გადმოყვანა და ოჯახს იქ უერთდება. სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი სტანდარტის მქონე მინისტრი მთავრობიდან მიდის, თუმცა ჩემი ცხოვრების წესისასთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ოჯახი დააყენა წინ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, იმის გამო, რომ გადადგნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, კითხვები არ უნდა ისმებოდეს:

 

“ორი შემთხევაა – ერთი კაცი ავად გახდა, მეორეს ოჯახთან გაერთიანება მოუნდა და ესეც ახსნა. რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი? რატომ შფოთავთ ასე? განა, ეს ჩვეულებრივი მოვლენა არაა? ეს რომ ევროპაში მომხდარიყო, არც ერთ კითხვა არ დაისმებოდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პოსტი სამმა მინისტრმა დატოვა, ხოლო, ჯამში, უკვე შვიდი მინისტრი შეიცვალა, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა საჭიროებს პარლამენტისგან ნდობის ხელახლა გამოცხადებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი