
როგორც მან “ბათუმელებს” უთხრა, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, თოვლში ჩარჩენილი ავტომანქანები გოდერძის უღელტეხილიდან გამოყვანილია.
გამგებლისავე ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე ათ სანტიმენტრამდე თოვლია.
გამგებელი ამბობს, რომ მუნციპალიტეტში სოფლებთან მისასვლელი გზებზე მოძრაობა არ შეზღუდულა. მისივე ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით არც მეწყრული კერები არ გაჩენილა.
