ახალი ამბები

გიგი უგულავას განცხადებით, სააკაშვილი პროკურატურაში არ უნდა გამოცხადდეს

22 მარტი, 2014 • • 1317
გიგი უგულავას განცხადებით, სააკაშვილი პროკურატურაში არ უნდა გამოცხადდეს

“პროკურატურა არის ბრმა პოლიტიკური იარაღი, “შტეფსელში” უინსტრუქციოდ შეერთებული იარაღი ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ხელში. ამასთანავე ჩემი აზრია და მე ასე ვურჩევდი მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, ის არ უნდა მივიდეს და არ უნდა ითანამშრომლოს, არ ვიტყვი სიტვა გამოძიებას, იმიტომ, რომ როდესაც ადამიანს 30 საქმეზე იბარებენ, ეს აღარ არის უკვე გამძიება.  არ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ჩვენ შევალთ ამ სპირალში ქვეყანა მართლაც მივა სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რამაც ქვეყანას შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს. ამაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი. შეიზოფრენიკი ივანიშვილი”– განაცხადა უგულავა. 

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სააკაშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იბარებს, თუმცა იგი ამ დროისთვის საქრთველოში არ იმყოფება. სააკაშვილი პროკურატურაში 27 მარტს უნდა გამოცხადეს 13:00 საათზე. პროკურატურის ცნობით, უწყება გიული ალასანიას  ჩაბარდა. უცნობია, აპირებს თუ არა სააკაშვილი პროკურატურასთან თანამშრომლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი