ახალი ამბები

ენერგეტიკის სამინისტრო ყაზბეგში დამატებით 2 ჰესის მშენებლობას უარყოფს

11 მარტი, 2014 • • 1188
ენერგეტიკის სამინისტრო ყაზბეგში დამატებით 2 ჰესის მშენებლობას უარყოფს

ინფორმაციას “სტეფანწმინდა” facebook-ის ოფიციალური გვერდის მეშვებოით ავრცელებს, სადაც წერია:

 

“დღეს ყაზბეგში ჩინელი ინვესტორები იმყოფებოდნენ, რომლებიც 2 ახალი ჰესის აშენებას გეგმავენ. საუბარია მდინარეებზე, ჯუთის წყალზე და ამალზე ჰესების პროექტებზე. ჯერჯერობით შესწავლა მიმდინარეობს”

 

როგორც “ნეტგაზეთს” ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო კიკაჩეიშვილმა განუცხადა, ამჟამად ჩინელ ინვესტორებთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს:

 

“არავითარ ჩინელ ინვესტორებთან მოლაპარაკება ბოლო დროს არ ყოფილა, საიტზე შეგიძლიათ ნახოთ, ყველა ვისთანაც არის შეხვედრა, ან ინტერესთა გამოხატვა ცხადდება ჰესებზე, ყველაფერი გამოქვეყნებულია და არავითარი მსგავსი ინფორმაცია სამინსიტროში არ ყოფილა. ჩვენს ვებ–გვერდზე ბოლო თვეების ინფორმაცია დევს. ინვესტორის გვერდში არის ცალკე ფაილი მიმდინარე მშენებლობები, აქვეა პოტენციური, პერსპექტიული პროექტების ნუსხა და ყველა მემორანდუმი, რაც გაფორმებულია”, – განაცხადა ნინო კიკაჩეიშვილმა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი