ახალი ამბები

კუდ–ის მაღალჩინოსნები დააკავეს

15 ნოემბერი, 2012 • 4457
კუდ–ის მაღალჩინოსნები დააკავეს

როგორც კუდ–ის თანამშრომელთა ადვოკატები კახა შონია და დავით ხაჟალია აცხადებენ, გიორგი ყავლაშვილი სისხლის სამართლის 187–ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის დააკავეს, რაც სხვისი ქონების განადგურებას გულისხმობს და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მას ბრალი ასევე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 333–ე მუხლით წარედგინა, რაც ასევე 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გიორგი ყავლაშვილი ‘ქართუ ჯგუფის’ კუთვნილი ტვირთის საბაჟოზე დაზიანების საქმესთან დაკავშირებითაა დაკავებული.

 

რაც შეეხება ლევან ქარდავას, ის ‘ქართული ოცნების’ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას გატაცების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. მისი დაკავების მიზეზი ასევე 333–ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გადამეტება და 143–ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გახდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულიხსმობს.

 

ადვოკატების განცხადებით, მას შემდეგ, რაც მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

 

აღნიშნული პირების დაკითხვა მთავარ პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც ცნობილია, ლევან ქარდავას ოჯახის წევრებმა, რომლებიც დაკითხვის მიმდინარეობისას პროკურატურასთან იმყოფებოდნენ, სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს, რადგან ლევან ქარდავა დაკითხვაზე დაახლოებით 16 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი