თბილისის მერიის ცნობით, 19 იანვარს, 08:00 საათიდან, გულიას სახელობის ხიდის რეაბილიტაციის გამო, ორთაჭალის ავტოსადგურიდან გაბრიელ ბერის სახელობის ქუჩის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 90 დღის განმავლობაში შეიზღუდება.

მერიის ცნობითვე, დაზიანებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულებით 150 დღით განისაზღვრა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *