2026 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირიდან საქართველოს 2 140 მოქალაქე გამოაძევეს.
თურქეთის (3 765 მოქალაქე) და სირიის (2 770 მოქალაქე) შემდეგ, საქართველო მესამეა იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირი დაატოვებინეს.
ევროსტატის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირის სახელმწიფოებმა მესამე ქვეყნების 110 335 მოქალაქეს დაავალეს შენგენის ზონის დატოვება, ხოლო 36 825 ადამიანი, ასეთი გადაწყვეტილების საფუძველზე, ფაქტობრივად დააბრუნეს.
იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის დატოვება დაევალათ, ყველაზე მეტი იყო ალჟირის (10 390), მაროკოს (6 200) და სირიის (5 180) მოქალაქე.
ქვეყნის დატოვების დავალების და დაბრუნების მაჩვენებელი განსხვავდება, რაც განპირობებულია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, გასაჩივრებით, იდენტიფიცირების პრობლემით, ნებაყოფლობითი წასვლის ვადით და სხვა.
2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც ქვეყნის დატოვება დაევალათ, 12.0%-ით შემცირდა, ხოლო მესამე ქვეყნებში დაბრუნებულთა რაოდენობა 9.7%-ით გაიზარდა.
საქართველო II ადგილზე იყო EU-დან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით 2025 წელს (10 475 მოქალაქე გამოაძევეს), და 2026 წლის I კვარტალშიც, როდესაც ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს.
საქართველო II ადგილზეა EU-დან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
