დავით მიქაძის ადვოკატი, შორენა ნიქაბაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებული არაა და ტყუილია აღნიშნულზე გავრცელებული ინფორმაცია:
„გიდასტურებთ, რომ დავით მიქაძე დაკავებული არაა, ნამდვილად, 100%-ით, არც საფრანგეთშიც და არც სხვა ქვეყანაში. სრულად ტყუილია რაც გავრცელდა და რაც ხდება ბოლო 2 წლის განმავლობაში. ზოგადად, იმ ტყუილების გაგრძელებაა, რა ტყუილებითაც უვადო განაჩენია გამოტანილი დავით მიქაძის მიმართ“, – ამბობს ადვოკატი „ნეტგაზეთთან“.
მიქაძის დაკავებაზე ინფორმაცია ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ გაავრცელა.
ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 14 მარტს მოკლეს.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე არაერთი პირია დაკავებული. ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდებულები არიან – დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძეს. მათ უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულია გელა უძილაურიც და მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი.
გარდა ამისა, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე ბრალდებულებს 10 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
