ავიაკომპანია Wizz Air დროებით აჩერებს ფრენებს ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე მიმართულებით. ამის მიზეზად კომპანია ირანში განვითარებული მოვლენების გამო, უსაფრთხოების რისკებს ასახელებს.
“ირანში უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავების გამო, wizz air-მა დაუყოვნებლივ შეაჩერა ყველა რეისი ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბის და ამანის [იორდანია] მიმართულებით 7 მარტამდე. გარდა ამისა, 2 მარტამდე შეჩერდდება ყველა ფრენა როგორც საუდის არაბეთისკენ, ისე საუდის არაბეთიდან.
ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს განვითარებულ სიტუაციას და მჭიდრო კავშირს მინარჩუნებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, ასევე, საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოებთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან.
სიტუაციის განვითარების შესაბამისად, შეიძლება მივიღოთ ოპერატიული გადაწყვეტილებები და შეიცვალოს ფრენების განრიგი. ჩვენი მიზანია, ჩვენი მომხმარებლები ცვლილებების შესახებ რაც შეიძლება მალე ჩავაყენოთ საქმის კურსში.
ის მომხმარებლები, ვინც მესამე მხარეების ჩართულობით დაჯავშნეს რეისები, დამატებითი ინფორმაციისთვის, უნდა დაუკავშირდნენ ამ სუბიექტებს.
ჩვენი მგზავრების, ეკიპაჟისა და თვითმფრინავების უსაფრთხოება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება.
გვესმის, რომ ჩვენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს შეფერხება, ამიტომ, ვაფასებთ თქვენ მოთმინებასა ამ დროის განმავლობაში.
მგზავრებს, რომელთა ჯავშნებსაც შეეხება ცვლილება, დაუკავშირდებიან შესაძლო ალტერნატივების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად”, – ვკითხულობთ ავიაკომპანიის განცხადებაში.
