აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შვეიცარიის ქალაქ დავოსში ხელი მოაწერა „მშვიდობის საბჭოს“ დაფუძნებას.

პრეზიდენტ ტრამპს მშვიდობის საბჭოს დაფუძნების ცერემონიაზე შეუერთდნენ 19 ქვეყნის ლიდერები და წარმომადგენლები. ესენია:

  1. აზერბაიჯანი — პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
  2. არაბთა გაერთიანებული საამიროები — აღმასრულებელ საქმეთა უწყების თავმჯდომარე ხალდუნ ალ მუბარაკი
  3. არგენტინა — პრეზიდენტი ხავიერ მილეი
  4. ბაჰრეინი — შეიხი ისა ბინ სალმან ალ ხალიფა
  5. ბულგარეთი — პრემიერ-მინისტრი  როსენ ჟელიაზკოვი
  6. თურქეთი — საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი
  7. ინდონეზია — პრეზიდენტი პრაბოვო სუბიანტო
  8. იორდანია — ვიცე-პრემიერი აიმან საფადი
  9. კატარი — პრემიერ-მინისტრი შეიხი მუჰამედ ბინ აბდულ რაჰმან ალ თანი
  10. კოსოვო — პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი
  11. მაროკო — საგარეო საქმეთა მინისტრი ნასერ ბურიტა
  12. მონღოლეთი — პრემიერ-მინისტრი გომბოჯავინ ზანდანშატარი
  13. პაკისტანი — პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი
  14. პარაგვაი — პრეზიდენტი სანტიაგო პენია
  15. საუდის არაბეთი — საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისალ ბინ ფარჰან ალ-საუდი
  16. სომხეთი — პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
  17. უზბეკეთი — პრეზიდენტი შავკატ მირომონოვიჩ მირზიოევი
  18. უნგრეთი — პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი
  19. ყაზახეთი — პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი

„მშვიდობის საბჭო“ (Board of Peace) არის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ღაზის საკითხზე ინიციირებული, მსოფლიო ლიდერების ახალი საერთაშორისო ორგანო, რომელსაც პოლიტიკური მიმომხილველები მას გაცილებით ფართო კონტექსტში — გაეროს ალტერნატივად განიხილავენ.

თუმცა ტრამპმა თქვა, რომ სურს, „მშვიდობის საბჭომ“ გაეროსთან ითანამშრომლოს.

საბჭოს ტრამპი უხელმძღვანელებს, მუდმივი წევრობა 1 მილიარდ აშშ დოლარად გაიყიდება, ხოლო არამუდმივი წევრები როტაციის პრინციპით, 3 წელიწადში ერთხელ შეიცვლებიან.

როგორც ცნობილია, ტრამპმა მშვიდობის საბჭოში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოც მიიწვია. მოსკოვის თანახმად, პუტინი მზადაა, მშვიდობის საბჭოსთვის 1 მილიარდი დოლარი გადარიცხოს, თუმცა გაყინული აქტივებიდან.

ჩინეთმა ასევე დაადასტურა მშვიდობის საბჭოში მიწვევა, თუმცა მონაწილეობის სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს.

ამ თემაზე:

რატომ არ მიიწვია ტრამპმა „მშვიდობის საბჭოში“ საქართველო? — ვოლსკის განმარტება