მთიანი ყარაბაღის ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენელი, ბორის ავაკიანი სანკტ-პეტერბურგში, სომხეთის საკონსულოს საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობაზე საუბრობს.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავაკიანი საპირფარეშოში ჩაიკეტა, სადაც თავი მოიკლა.

“კარის გახსნა აუცილებელი გახდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების მიერ, რომლებმაც ცხედარი სიცოცხლის ნიშნების გარეშე აღმოაჩინეს. მისი ცხედრის გვერდით აღმოჩენილია ცივი იარაღი”, –  წერს რია ნოვოსტი საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით.