ნინო დათაშვილის ადვოკატებმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. მათი ინფორმაციით, ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, მას გადაადგილება უჭირს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოში დღეს დანიშნული პროცესი, მაღალი ალბათობით, გადაიდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შუამდგომლობას ნინო დათაშვილის ადვოკატები დააყენებენ.

“ნინო დათაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასა და მისთვის ყველა საჭირო სერვისის დაუყოვნებლივ შეთავაზების მოთხოვნით ადვოკატებმა #5 დაწესებულებას მიმართეს. საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც საკითხზე უკვე მუშაობს”, – აცხადებენ მისი ადვოკატები.

სინდისის პატიმრის, პედაგოგისა და სამოქალაქო აქტივისტის, ნინო დათაშვილის Საქმის არსებითად განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 სექტემბერს, 15:00 საათზე უნდა განახლებულიყო