საზოგადოება

ნინო დათაშვილს წინასწარი პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა

29 ოქტომბერი, 2025 •
ნინო დათაშვილს წინასწარი პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მასწავლებელსა და სინდისის პატიმარს, ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

მან ეს გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გააკეთა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ნინო დათაშვილი გათავისუფლდება განაჩენის გამოცხადებამდე.

“როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით დღესვე მიმართავს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ადვოკატებისა და ოჯახის ინფორმაციით, ნინო დათაშვილი ხერხემლის პრობლემების გამო მძიმე მდგომარეობაშია და არ შეუძლია გადაადგილება. მათივე ცნობით, პატიმარს სასწრაფოდ ესაჭიროება 2 ოპერაცია. დათაშვილმა ვერ მოახერხა საკუთარ სასამართლოზე მისვლაც.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ ნინო დათაშვილმა სასამართლოს მანდატურს “ტკივილი განაცდევინა” ძიძგილაობაში, როდესაც ქალს სასამართლოს შენობიდან აძევებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი