ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი ეხმაურება უკრაინაში მშვიდობის მიღწევის შესახებ მიმდინარე დისკუსიას. ის წერს, რომ აგრესორის პირობებზე დათანხმება მხოლოდ წაახალისებს მას.
“დადგა დრო, დავიწყოთ განხილვა ფართო კოალიციის ფარგლებში, ვისაც სურს სამართლიანი მშვიდობა უკრაინაში. აგრესორის პირობებით მიღწეულ “მშვიდობას” კაპიტულაცია ჰქვია და მხოლოდ წაახალისებს ყველა ამჟამინდელი და მომავალ აგრესორს. თავისუფალი სამყარო წინ უნდა აღუდგეს ბოროტებას”, – წერს ჩეხეთის ლიდერი.
The time has come to start considering a broad coalition of willing for just peace in Ukraine. “Peace” on terms of the aggressor is called a capitulation and would only encourage all current and future aggressors. Free world must stand up to the evil.
— Petr Pavel (@prezidentpavel) March 1, 2025
28 თებერვალს, თეთრ სახლში, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მწვავე რეპლიკების ფონზე წარიმართა. ე.წ. მინერალების შეთანხმება არ გაფორმებულა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა.
ამავე თემაზე:
- „მაშინ დაბრუნდეს, როცა მშვიდობისთვის იქნება მზად“ — ტრამპი ზელენსკიზე
- ვნახეთ ამერიკა, რომელიც უკან მოსდევს პუტინის რუსეთს — სალომე ზურაბიშვილი ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე
- მარკო რუბიოს თქმით, ზელენსკიმ “ფიასკოს” გამო ბოდიში უნდა მოიხადოს
- ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სრულად შეჩერებას განიხილავს – WP
