უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ბალისტიკური რაკეტა შექმნა.

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ზელენსკიმ ამის შესახებ დღეს, 27 აგვისტოს, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი აგრძელებს საკუთარი, დამოუკიდებელი სამხედრო-საწარმოო კომპლექსის განვითარებას.

„ვფიქრობდი, რომ ამაზე საუბარი ნაადრევი იყო, მაგრამ, იყო გამოცდა – წარმატებული გამოცდა, უკრაინი პირველი ბალისტიკური რაკეტის“, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ შეუძლია დეტალებზე საუბარი, მაგრამ ბალისტიკურ რაკეტაზე საჯაროდ იმიტომ განაცხადა, რომ საზოგადოებამ შეაფასოს მათი შრომა, ვინც „24/7-ზე თავდაცვით საწარმოებში მუშაობს“.