პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს.

კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 19 მარტს გაიმართა და იონათამიშვილს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რატი იონათამიშვილმა ამ პოსტზე მიხეილ სარჯველაძე ჩაანაცვლა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.

დღესვე პარლამენტმა მიხეილ სარჯველაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.