ღაზის სექტორის ჩრდილოეთიდან სამხრეთით ევაკუაციის ერთ-ერთ გზაზე მანქანების კოლონას დაბომბვას 70 ადამიანი ემსხვერპლა, წერს „ბი-ბი-სი“ პალესტინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, კოლონის დაბომბვა სალაჰ-ალ-დინის ქუჩაზე მოხდა და ადგილობრივი დროით 17:30-ზე, გუშინ, 13 სექტემბერსაა გადაღებული. გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.

პალესტინური მხარე კოლონის დაბომბვაში ისრაელის შეიარაღებულ ძალებს სდებს ბრალს. ისრაელის თავდაცვის ძალები კი აცხადებენ, რომ იძიებენ მომხდარს და აღნიშნავენ, რომ „მტრები“ [„ჰამასი“] ცდილობენ, არ დაატოვებინონ ჩრდილოეთ ღაზა სამოქალაქო პირებს.


7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა [„ცაჰალი“] დაიწყეს ღაზის სექტორის დაბომბვა და უკანასკნელი ცნობებით, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებიან. ამ ეტაპზე, ცნობილია 2200-ზე მეტ დაღუპულ პალესტინელზე. 1300-ზე მეტი პირი დაიღუპა ისრაელში. „ცაჰალმა“ მოუწოდა ჩრდილოეთ გაზაში მცხოვრებ მშვიდობიან პირებს, ტერიტორიის სამხრეთში გადავიდნენ, რათა სამხედრო ოპერაციების არეალში არ მოყვნენ.

ღაზის სექტორი მცირე, დაახლოებით თბილისის ფართობის ნახევარი ტერიტორიაა, რომელშიც ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ტერიტორია ხმელეთიდან სრულ ბლოკადაშია. ერთადერთი გასასვლელი ღაზადან ეგვიპტის საზღვარზეა, თუმცა იქ მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ვერ ახერხებს სათანადოდ ოპერირებას დაბომბვის გამო. ჩვეულ რეჟიმშიც, ამ პუნქტზე გადასვლისთვის სპეციალური ნებართვა იყო საჭირო.

გარეკანის ფოტოზე: სქრინშოთი მომხდარის ადგილზე გადაღებული ვიდეოდან / © BBC