შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკარგული პირებთან დაკავშირებით ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს. სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ინფორმაციას ფლობს შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული პირების შესახებ,  დარეკონ შემდეგ ნომერზე:

598 913 089

შოვში მეწყერი დაახლოებით 9 საათის წინ ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია ორი დაღუპულის შესახებ. მოქალაქეები ტელევიზიებთან საუბრობენ სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ოჯახის წევრების შესახებ, ვისთან დაკავშირებასაც ვერ ახერხებენ: