საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობის  საკითხების პროფესიონალები განცხადებას ავრცელებენ “უცხოური გავლების აგენტების” შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაზე. ისინი ეხმაურებიან მმართველი პარტიის განცხადებასაც, რომლის თანახმადაც, ის აპირებს, გაიწვიოს ხსენებული კანონპროექტი.

“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ განცხადებას:

“უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ე.. „უცხო ქვეყნის აგენტთაშესახებ კანონპროექტის პარლამენტის მიერ განხილვის და პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით. კანონპროექტი მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

ამ კანონპროექტის და მისი მიღების პროცესის მიზანია საქართველოს მოქალაქეთა მკაფიოდ გამოხატული ნების, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მანიპულაციური გზით შეჩერება, ქართულ საზოგადოებაში შუღლისა და დაპირისპირების გაღვივება. ეს პროცესი მიმართულია კრიტიკული აზრის ჩახშობისა და თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო სექტორის დემონიზაციისა და დევნისაკენ. კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია, რამდენადაც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტისნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.

ეს პოლიტიკური პროცესი განამტკიცებს საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებას, ოლიგარქ ივანიშვილის ავტორიტარულ, არაფორმალურ მმართველობას და საქართველოში რუსეთის გავლენას.

მმართველი პარტიის მიერ დასავლელი პარტნიორების მზარდი უხეში კრიტიკა, ამ კანონპროექტზე ნატოსა და ევროკავშირის უკიდურესად კრიტიკული შეფასებების სრული იგნორირება და მისი პირველი მოსმენით მიღება ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება და მისი არაფორმალური ერთპიროვნული ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ავტოკრატიული მმართველობის კონსოლიდაციის მიზანს სწირავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

საყურადღებოა, რომ ჩვენს ქვეყანაში მთავრობის მიერ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის მზარდი შევიწროების ფონზე, სასათბურე პირობები ექმნებათ პრორუსული ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს, მათ შორის, ალტინფოს, გორჩაკოვის ფონდის პარტნიორ ორგანიზაციებსა და პატრიოტთა ალიანსს, რომელთა მიერ ანტიდასავლურ საქმიანობაზე დახარჯული მნიშვნელოვანი თანხების წარმოშობა ჯერ კიდევ დაუდგენელია.

საბოლოო ჯამში, ქართული ოცნების მიერ აქტიურად გატარებული აღნიშნული პოლიტიკა ანადგურებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და დემოკრატიულ პერსპექტივას და ქვეყანას აქცევს რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ავტორიტარულ კლეპტოკრატიად.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ქვეყნის დემოკრატიზაციისა და დასავლური ინტეგრაციის გზიდან ჩამოშორების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ, ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესიონალები, მოვუწოდებთ საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავლის გულშემატკივარ ყველა მოქალაქესა და ორგანიზაციას, გაერთიანდეს ამ რუსული სტილის ანტიეროვნული კანონპროექტის წინააღმდეგ და ყველანარი საჭირო მშვიდობიანი აქტივობების და პროტესტის ზომების გამოყენებით არ მისცეს ქართულ ოცნებას მისი მიღებაიმპლემენტაციის საშუალება.

ამასთანავე, მოვუწოდებთ ჩვენ მეგობრებსა და პარტნიორებს, ევროკავშირსა და ნატოს შესაბამის უმაღლეს სტრუქტურებს, ამ ორგანიზაციების წევრი ქვეყნებისა და შვეიცარიის მთავრობებს, მათ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის მტკიცე ნებას, იცხოვრონ ევროპულ, თავისუფალ ქვეყანაში,და გამოიყენონ ყველანაირი საჭირო ზომა და ინსტრუმენტი, პერსონალური სანქციების დაწესების ჩათვლით, რათა მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებაზე ამ კანონპროექტის მიღებაიმპლემენტაციაზე უარის თქმისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების მიზნით.

ეს განცხადება უკვე მზად იყო გამოსაქვეყნებლად, როცა მასობრივი საზოგადოებრივი მშვიდობიანი პროტესტების შედეგად და პროტესტანტების უმოწყალოდ დარბევის შემდეგ, 9 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ აპირებს გამოიწვიოს ზემოხსენებული კანონპროექტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების წარმატებაა, მათი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც ისინი კვლავ აპირებენ ამ კანონპროექტის პროპაგანდირებას, აშკარაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი აპირებს განაგრძოს მანიპულაციური გზით ქართული საზოგადოების, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციის პროცესისათვის ხელშეშლა”.

[toggle title=”ნახეთ ხელმომწერთა სია”]

  • გრიგოლ მგალობლიშვილისაქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში, საქართველოს ყოფილი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში
  • ეკატერინე სირაძედელონესაქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოს სამთავროში, საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში
  • ნატალი საბანაძესაქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირში და ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მიწვეული პროფესორი მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯში, აშშ
  • კორნელი კაკაჩიასაქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი
  • თინათინ ხიდაშელისაქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
  • ეკატერინე მეტრეველისაქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი
  • დავით აფრასიძეილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
  • ვასილ სიხარულიძესაქართველოს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშში
  • ეკა აკობიასაერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი
  • ზურაბ დავითაშვილიივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
  • გელა ბეჟუაშვილისაქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
  • შორენა ლორთქიფანიძეთავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი და გამგეობის წევრი
  • ბიძინა ლებანიძეილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  • ელჩი გიგი გიგიაძეეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი
  • ბათუ ქუთელიასაქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშში
  • ელჩი მალხაზ მიქელაძე
  • ელჩი შოთა ღვინერია
  • მიხეილ დარჩიაშვილისაქართველოს  თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
  • ლაშა ძებისაშვილი  საქართველოს ყოფილი მრჩეველი ნატოს შტაბბინაში
  • გიორგი მუჩაიძესაქართველოს ატალანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
  • თენგიზ ფხალაძესაქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი
  • ბაკურ კვაშილავასაზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი
  • ირაკლი ფორჩხიძესაქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მოადგილე
  • ზურაბ ბატიაშვილითურქეთში საქართველოს საელჩოს ყოფილი მრჩეველი
  • სერგი კაპანაძესაგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე
  • თორნიკე გორდაძესაქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი
  • თამარა პატარაიათავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი და გამგეობის წევრი
  • ელჩი ნიკოლოზ ვაშაკიძესაგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე
  • ვანო მაჭავარიანიუშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე საქართველოს საგარეო საკითხებში, საქართველოს ყოფილო ელჩი იაპონიაში
  • გიორგი გვალიაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
  • დავით რაქვიაშვილისაქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი
  • ფიქრია ასანიშვილიივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი
  • თორნიკე თურმანიძესაქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე
  • ელჩი მამუკა ჟღენტისაქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროსაბჭოში
  • გიორგი ბადრიძესაქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში
  • მამუკა კუდავასაქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში
  • გია ჯაფარიძეპორტუგალიისა და კვიპროსის საქმეთა საქართველოს ყოფილი დროებითი რწმუნებული
  • შოთა უტიაშვილისაქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერთანამშრომელი
  • ეკატერინე ტყეშელაშვილისაქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი
  • ნინო კალანდაძესაგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი
  • მირიან ფოფხაძეამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი
  • მანუჩარ წოწონავასაქართველოს ყოფილი კონსული ოდესაში, მიკოლაივსა და ხერსონში
  • არჩილ აბაშიძეილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

[/toggle]

რა ხდება

საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.  დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები. 8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და დარბევის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ გაიწვევს რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორსა და მედიას შეზღუდავს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს.