ახალი ამბები

თუ ამ კანონს მიიღებთ, გაგვიჭირდება ვიყოთ ისეთივე სტრატეგიული პარტნიორები – აშშ

9 მარტი, 2023 • 918
თუ ამ კანონს მიიღებთ, გაგვიჭირდება ვიყოთ ისეთივე სტრატეგიული პარტნიორები – აშშ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი ნედ პრაისი კრემლის მიერ შთაგონებულს უწოდებს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს და არ გამორიცხავს, მან ნეგატიურად იმოქმედოს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე.

„დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და თავიდან აირიდონ ესკალაციური ან ძალადობრივი ქმედება, ამავდროულად, პატივი სცენ კანონის უზენაესობას და საქართველოს დემოკრატიულ ფასეულობებს“, — განაცხადა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ „ამ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტების წინ წამოწევა შეუთავსებელია ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარების ინტერესთან“.

„გვჯერა, ამ კანონების განხორციელება დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს“, — თქვა პრაისმა.

მან დააფიქსირა შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და მისი მისწრაფებებისადმი და მოქალაქეების მიერ მშვიდობიანი შეკრებისა და თავისუფლების უფლებით სარგებლობისადმი.

აშშ-ის მიერ ქმედითი საპასუხო ნაბიჯების გადადგმის შესახებ დასმული კითხვის პასუხად პრაისმა განაცხადა, რომ აშშ არ არის იმ პოზიციაში, არჩევანი გააკეთოს სხვა ნებისმიერი ქვეყნის მაგივრად.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ ამ ტიპის კანონმდებლობის მიღებას ექნება შედეგები ჩვენი შესაძლებლობისთვის, გავაგრძელოთ ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა, როგორსაც ვფქირობდით, რომ გავუწევდით საქართველოსა  და ქართველ ხალხს. იგივე შეიძლები ითქვას ევროკავშირისა და სხვების შემთხვევაში. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ ასეთი კანონის გატანა ექნება მოიტანს შედეგებს, რომლებიც შეიძლება მნიშვენლოვანი იყოს იმ ტიპის ურთიერთობებისთვის, რომელიც გვინდა გვქონდეს საქართველოს მთავრობასთან“, — თქვა მან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა საქართველოს პარლამენტში ინიციირებული რუსული კანონპროექტების შესახებ.

პრაისი: „ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება ევროატლანტიკური მომავლის საფრთხეში ჩაგდებისთვის“

„კანონი დამოუკიდებელ ხმებს ჩაახშობს“ — აშშ „ხალხის ძალის“ ინიციატივაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი