„ევროპულ კინოფესტივალზე“ სოსო ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი „ჩემი ოთახი” დასახელდა საუკეთესო ფილმად. სურათს გადაეცა ოქროს ზეთისხილის ხე.

Photo – Cattive Produzioni

ევროპული 23-ე კინოფესტივალი გაიმართა 12-19 ნოემბერს იტალიის ქალაქ ლეჩეში. „ჩემი ოთახი“ მონაწილეობდა ფესტივალის მთავარ კონკურსში.

კარლოვი-ვარის, კიოლნის და ბელფასტის  კინოფესტივალების შემდეგ ეს არის ფილმისთვის  მეოთხე საერთაშორისო ჯილდო.