საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისა და მოლდოვისთვის წევრობის კანდიდატის, საქართველოსთვის კი პერსპექტივის მინიჭების შესახებ.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს ისტორიული დღეა, რადგანაც მოხდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება:

„ახლა კი მზად ვართ, გულმოდგინედ ვიმუშაოთ შემდეგი თვეების განმავლობაში, რათა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერის“ ანგარიშზე.

სალომე ზურაბიშვილი ასევე ულოცავს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, ორივე ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ხდება.