საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე განგაშის ხმა ისმის.
„აი, ეს არის რუსეთის გაგება აღდგომის სასწაულისა და მადლის …. აღდგომა დღეს უკრაინაში მთელ ტერიტორიაზე გაისმა განგაშის ზარი,“ – წერს ზურაბიშვილი.
მანამდე, უკრაინულმა მედიამ, მათ შორის Nexta-ს ტელეგრამ არხმა დაწერა, რომ ფაქტობრივად მთელს უკრაინაში საჰაერო განგაშის ხმა ისმის.
