მოძრაობა  “სამართლიანი საქართველოს”   წევრები  ახმეტაში  აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომლები ემუქრებიან, თუმცა არ აკონკრეტებენ  პარტიის რომელ წევრებს დაემუქრნენ.

პარტიის  ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვენელის თენგიზ როსტიაშვილი ასევე ამბობს, რომ  პოლიციის თანამშრომლები ახმეტის მოსახლეობას  პარტიასთან თანამშრომლობას უკრძალავენ. მისი თქმით,  ემუქრებიან ყველას, ვისაც  ოპოზიციურ პარტიასთან აქვს შეხება. როსტიაშვილი დაშინების სხვადასხვა მეთოდებზე საუბრობს:  „ემუქრებიან  სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გაუქმებით, სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს კი სამსახურიდან გათავისუფლებით: ” პარტიის წევრებს ეუბნებიან, რომ ტყვიებს შეუყრიან აივანზე, დილით კი მოვალთ და აღმოვაჩენთ, რომ თქვენ იარაღს ინახავთო“.   

მისი განცხადებით, პარტიის წევრები იმდენად დაშინებულები არიან, რომ ოფისში შესვლას ვეღარ ბედავენ.

ახმეტის რაიონის გამგებელი კობა მაისურაძე ამ განცხადებას სიცრუეს უწოდებს:  “ბატონი თენგიზი თავის წარუმატებლობას პოლიტიკაში ხან ახმეტის, ხან თელავის ძალოვნებს აბრალებს. მისი განცხადებები არ შეესაბამება სინამდვილეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ პოლიტიკური პარტიის შიგნით არის  დაპირისპირებები და  ფინანსებთან დაკავშირებული უთნხმოება.  ახმეტის მუნიციპალიტეტში პოლიტიკურ პარტიებში არიან ლიდერები, რომლებიც  საბიუჯეტო ორგანიზაციებშიც კი მუშაობენ. იმის განცხადება, რომ მოძრაობა „სამართლაინი საქართველოსთვის“ წევრებს დევნიან, სრული სიცრუეა.  ჩვენ არანაირი გართულება არ გვაქვს, პირიქით, რაც მეტი პოლიტიკური პარტია იარსებებს ახმეტაში, მით მეტი კონკურენცია იქნება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

თანგიზ როსტიაშვილი კი “ნეტგაზეთთან”  საუბარში ამბობს,  რომ მათ  კარდაკარის პროგრამის ჩტარების საშუალებასაც კი არ აძლევენ: „ეხლა მიმდინარეობს კარდაკარის პროგრამა, რისი ჩატარების უფლებასაც არ მაძლევენ, ფიზიკურად ვერ ვახერხებ. აშინებენ ინტერვიუერებს, რომლებიც დადიან იმის დასადგენად, თუ რამდენი ამომრჩეველი გვეყოლება ამ არჩევნებზე. ზოგიერთ უბანზე 5–6 ჯერ გამოვცვალე ინტერვიუერები და ყველა დააშინეს. ეჭვი მაქვს,  ამას იმიტომ აკეთებენ, რომ შემდგომში ადვილად მოხდეს არჩევნების გაყალბება. მე ძალიან მიკვირს, დღევანდელ პოლიციას იმიტომ ეძლევა ხელფასი,  რომ დღე და ღამე ჩვენი ოფისის დაზვერვაში გაატარონ?“

კონკრეტულ ადამიანებს, ვისზედაც როსტიაშვილის თქმით უშუალოდ განხორციელდა ზეწოლა, პარტიის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი არ ასახელებს. ამ ფაქტს  ის   პარტიის წევრების უსაფრთხოებაის დაცვით ხსნის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *