აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, აშშ-მა თავის ელჩებს მითითება მისცა, რომ მასპინძელ ქვეყნებთან იმუშაონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე.

ამის შესახებ ნულანდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ისაუბრა, სადაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა განიხილეს.

„ყველა ელჩს მივეცით ინსტრუქცია, იმუშაოს მასპინძელი ქვეყნის მთავრობასთან, რათა მათი სანქციები შეესაბამებოდეს აშშ-ის, ევროკავშირისა და მოკავშირეების დაწესებულ სანქციებს, იმ მასშტაბით, რამდენადაც ეს შესაძლებელია და რამდენადაც ამ ქვეყნებს სურთ რუსეთის დაგმობა“, – განაცხადა ნულანდმა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა დააწესეს სანქციები. კერძოდ, უნდა გაიყინოს ვლადიმერ პუტინის და მასთან დაახლოებული პირების აქტივები და სხვა ყველაფერთან ერთად, SWIFT-ის სისტემიდან გაითიშოს წამყვანი რუსული ბანკები. სანქციები დააწესეს კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ და სამხრეთ კორეამაც.

გამოცემა „ფაინენშლ თაიმზი“ აქვეყნებს ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციების ჩამონათვალს:

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები – სრული სია