უკრაინის მთავრობის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, კიევში  რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდნისას შეეჯახა 9- სართულიან საცხოვრებელ კორპუსს.

მისი განცხადებით, სავარაუდოდ, დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

გერაშენკო უცხოელ ჟურნალისტებსაც ესაუბრა, სადაც განაცხადა, რომ კიევი ბალისტიკური რაკეტებით იბომბება.