უკრაინის სახალხო დამცველი ლიუდმილა დენისოვა შეხვედრას ითხოვს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან, გლდანის ციხის დირექტორთან და მთავარ ექიმთან.

დენისოვას თქმით, ის ურეკავდა და სწერდა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თუმცა მან არ უპასუხა.

“ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ უარი მივიღეთ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ახლა მზადდება ოფიციალური პასუხი და მიზეზი გვეცოდინება, მაგრამ უკვე აქ ვართ და მინდა, შევხვდე კოლონიის ხელმძღვანელს და დაწესებულების მთავარ ექიმს.

ჩვენ გვაქვს ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ასევე, იმის შესახებ, როგორ ჩაატარებენ რეანიმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში. იმის გათვალსიწინებით, რომ ჩვენი ინფორმაციით, ადგილზე არ არსებობს შესაბამისი აღჭურვილობა და ამისთვის პროფესიონალურად მომზადებული ექიმები”, — განაცხადა დენისოვამ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა ციხეში და ამიერიდან მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ პირებს შეუშვებენ, რომელთა შორის არ არიან უკრაინელი დეპუტატები ან სახალხო დამცველი.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ უკრაინის სახალხო დამცველი და უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი საქართველოში „დესტაბილიზაციის პროცესის გასაღვივებლად“ შემოდიან.

უკრაინის ომბუდსმენი და გორდონი დესტაბილიზაციის გასაღვივებლად მოდიან — ვოლსკი