“ევროპულმა საქართველომ” წარადგინა საერთო ოპოზიციური და “ევროპული საქართველოს” მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები. წარდგენა დღეს, 13 აგვისტოს, რიყის პარკში გაიმართა.

პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ მერობის საერთო ოპოზიციურ კადიდატებად დაასახელა:

  • ხონში – ზურა ჯიბუხაია
  • თერჯოლაში – ზურა ბუცხრიკიძე

მხოლოდ “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატებად კი ბოკერიამ დაასახელა:

  • ამბროლაურში – მაია კაციტაძე
  • ახალქალაში – არსენ კარაპეტიანი
  • მარნეულში – აჰმედ იმამყულიევი
  • ახალციხეში – ზურა სადათიერაშვილი
  • გორში- ეთერ ჯალაღანია
  • ხობში – მარიამ შონია
  • სამტრედიაში – ჟუკიანა ფოფხაძე
  • თეთრიწყაროში – ნინო დავითაშვილი
  • კასპში – კახა გეჯაძე

რუსთავში ვიცე-მერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატად დასახელდა ინგა სიხარულიძე.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეების კანდიდეტბს, ბოკერიას თქმით, ოპოზიციის საერთო შეთანხმებული კანდიდატი ბათუმში იქნება ვახო კალოიანი, ფოთში – ვახტანგ დარციმელიძე და საჩხერეში – კობა მოდებაძე.

საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის “ევროპული საქართველოს” სახელით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ:

  • დუშეთში – მერი ფოლადაშვილი
  • ფოთში – მამუკა ჭოხონელიძე
  • სამტრედიაში – ავთანდილ სტურუა